
ახალი ამბები
მთავრობის ცნობით, პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლები 13%-ით გაიზარდა
2010 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლებმა 1.13 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია, განაცხადა საქართველოს მთავრობამ.
”ეს [ზრდის] ტენდენცია სავარაუდოდ წლის მანძილზე გაგრძელდება,” – ნათქვამია მთავრობის პრეს-რელიზში, რომელიც 19 აპრილს გამოქვეყნდა. მთავრობის პროგნოზით, 2010 წლის საგადასახადო შემოსავლები 4.4 მილიარდ ლარს მიაღწევს.
პარლამენტის მიერ დეკემბერში დამტკიცებულ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების დაგეგმილი მაჩვენებელი 4.38 მილიარდ ლარს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2009 წელს საგადასახადო შემოსავლებმა 4.26 მილიარდი ლარი იყო; 2008 წელს – 4.54 მილიარდი, ხოლო 2007 წელს – 3.7 მილიარდი ლარი.
This post is also available in: English Русский