skip to content
ახალი ამბები

გრიზლოვი სოხუმს ეწვია

რუსეთის სათათბიროს სპიკერი ბორის გრიზლოვი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს სოხუმში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს სეპარატისტული აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი რანგის რუსული ვიზიტია სოხუმში. სექტემბერში საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სტუმრობდა.

რამდენიმე დღის წინ სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ ასევე გაცხადდა, რომ უახლოეს ხანებში პუტინის სტუმრობაც იგეგმება სოხუმში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button