skip to content
ახალი ამბები

კახა ლომაია გაეროში საქართველოს ელჩი გახდება

 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ 16 დეკემბერს დაადასტურა, რომ იგი წარადგინეს საქართველოს ელჩად გაეროში.

პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ ლომაია ამ პოსტზე ირაკლი ალასანიას შეცვლის. ამ უკანასკნელმა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ 4 დეკემბერს დაწერა.

იმავდროულად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია, სავარაუდოდ, საქართველოს ელჩი გახდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ელჩის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძე თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. ქუთელიას მინისტრის მოადგილის პოსტზე, როგორც მოსალოდნელია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია შეცვლის. 

This post is also available in: English Русский

Back to top button