ახალი ამბები

”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრები დააკავეს

”თანასწორობის ინსტიტუტის” სულ ცოტა 5 აქტივისტი პატრულმა მაშინ დააკავა, როცა ისინი კანცელარიის შენობის წინ საპროტესტო კამპანიის ფარგლებში აკეთებდნენ წარწერებს – ”ძირს პოლიციური რეჟიმი”.


პატრულის განცხადებით, დაკავებულები გლდანის ადმინისტრაციულ სასამართლოში იქნებიან გადაყვანილები.


დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კაკაბაძე და ლაშა ჩხარტიშვილი, დეპუტატობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრებს ან ხულიგნობის ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მოტივით აკავებენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button