ახალი ამბები
ბეჟაშვილი: არჩევნების შემდეგ მთავრობის გადაყენების მოთხოვნა მისაღებია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა 30 იანვარს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ უმრავლესობა გაიზიარებს ოპოზიციის მოთხოვნას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სავალდებულო გახდება, რომ ახლადარჩეულმა პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცოს.
ეს მოთხოვნა 12 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ მემორანდუმში გახმოვანებულ მოთხოვნებს შორისაა. ამჟამად, კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა გადადგეს.
პარლამენტი ახალ მთავრობას ნდობას 31 იანვარს გამოუცხადებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)