ახალი ამბები

ცესკომ შედეგების მესამედზე მეტი გამოაქვეყნა

1 264 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, რაც უბნების საერთო რაოდენობის – 3 512 – მესამედზე მეტია, ცესკოს წინასწარი მონაცემებით პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ხმათა 50.58%-ით ლიდერობს; მეორე ადგილზე ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეა ხმების 25.06%-ით.


დაახლოებით, 19 საათისთვის სააკაშვილს ხმების 48.55% ჰქონდა 819 უბნის მონაცემებზე დაყრდნობით.


23 საათისთვის ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი გამართავს ბრიფინგს, რომელზეც ნახევარზე მეტი უბნების მონაცემების გამოქვეყნებას გეგმავს, რაც მისი თქმით, შექმნის შედარებით სრულ სურათს 5 იანვრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.


 


 


 



 

Back to top button