ახალი ამბები
შამბა დასავლეთის შუამავლობაზე უარის თქმით იმუქრება
აფხაზეთი უარს იტყვის იმ ქვეყნების შუამავლობაზე, რომლებიც აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას და იგივეს არ გააკეთებენ აფხაზეთთან მიმართებაში, განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.
მან ეს განცხადება სოხუმში ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში დენის კიფთან შეხვედრისას გააკეთა, იტყობინება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
”ასეთი შუამავლების შემდგომი მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში შეუძლებელი იქნება, მათი მიკერძოებისა და ასევე ობიექტური და თანასწორი მიდგომის ნაკლებობის გამო კონფლიქტის მხარეების მიმართ,” – განაცხადა შამბამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)