ახალი ამბები
პროკურატურამ სასამართლოს ”იმედზე” ყადაღის მოხსნა თხოვა
გენერალურმა პროკურატურამ 5 დეკემბერს მიმართა საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ტელეკომპანია ”იმედის“ ქონებაზე და მაუწყებლობის ლიცენზიაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.
”სასამართლოს 24 საათიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მიღებისთვის, იმედი მაქვს, რომ ამ ვადას ბოლომდე არ გამოიყენებს და უფრო ადრე მიიღებენ გადაწყვეტილებას და ჩვენ დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გვექნება ოფისში შესვლა და იქ არსებული მდგომარეობის ნახვა“, – განუცხადა Civil.Ge-ის ბიძინა ბარათაშვილმა, ”იმედის” გენერალურმა დირექტორმა.
მან ასევე დასძინა, რომ ”იმედის” ეთერში გასვლის კონკრეტული თარიღი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ტელეკომპანიაში არსებული ტექნიკური მდგომარეობა იქნება შესწავლილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)