skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი: საქართველოსთან ურთიერთობები ”მწვავე კრიზისშია”

საქართველოს მცდელობამ რუსეთს გადააბრალოს თავისი შიდა პრობლემები ”ორმხრივი ურთიერთობები მწვავე კრიზისში გადაიყვანა”, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თავის ქართველ კოლეგას ნიკოლოზ ვაშაკიძეს მოსკოვში 9 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე.


საქართველოს ხელისუფლებამ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლების დამხობის მიზნით რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ნოემბერს გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში საქართველოში რუსი ჟურნალისტების უფლებების დარღვევებთან დაკავშირებითაც გამოთქვა პრეტენზიები.


”გავრცელდა ინფორმაცია რუსული ტელეკომპანიების, მათ შორის Russia Today, Ren TV და NTV-ს ჟურნლალისტებზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ [7 ნოემბერს თბილისში მომხდარი არეულობის დროს] და ასევე რუსული ტელეკომპანიების გათიშვის შესახებ ქართულ საკაბელო ტელევიზიებში,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.


ზოგიერთი საკაბელო ტელევიზია 9 ნოემბერს გადასცემდა რუსულ ტელეარხებს. თუმცა, ორი დღის მანძილზე გათიშული იყო BBC World, CNN International და EuroNews. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button