Placeholder canvas
ახალი ამბები

შსს: ოპოზიციის ლიდერები რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუდიოჩანაწერი და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას განაცხადოს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა.


მასალაში წარმოდგენილია ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის, რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის და თანასწორობის ინსტიტუტის გიორგი ხაინდრავას საუბრები იმ ადამიანებთან, რომლებიც შსს-ს ცნობით ”რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ოპერატიული მუშაკები იყვნენ”.


”შევადგენ დოკუმენტს პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, ჩვენი პარტიის, ჩვენი ისტორიის და ჩვენი მიზნების შესახებ, რომელსაც გამოგიგზავნით,” – ეუბნება ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ შალვა ნათელაშვილია, მეორე ადამიანს, რომელიც შსს-ს ცნობით, არის ვინმე სოკოლოვი, რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელი.


კიდევ ერთ სატელეფონო საუბარში დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი იგივე პიროვნებას ესაუბრება საქართველოს გეგმების შესახებ დსთ-სთან დაკავშირებით.


ფარული კამერით გადაღებულ ვიდეოჩანაწერზე გიორგი ხაინდრავა ხვდება ადამიანს, რომელიც შსს-ს ცნობით, რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელია.


კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერში კონსტანტინე გამსახურდიას ძმა, ცოტნე გამსახურდია რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს ხვდება.


სატელეფონო ჩანაწერში ცოტნე გამსახურდია საყვედურობს თავის ძმას, კონსტანტინე გამსახურდიას და ცალკე სატელეფონო საუბარში შალვა ნათელაშვილს, როგორ გაუშვა ოპოზიციამ შანსი ხელიდან მას შემდეგ, რაც 150 000 ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ 2 ნოემბერს.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button