skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი ევროკავშირის ქვეყნებს და აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი მიმდინარე კვირას იწყებს ვიზიტს ხუთ დასავლურ სახელმწიფოში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 31 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე იგი სლოვენიას ესტუმრება. სლოვენია 2008 წლის იანვრიდან ექვსი თვის ვადით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. 3 სექტემბერს გელა ბეჟუაშვილი ბრიუსელში ჩავა.  


6-7 სექტემბერს ბეჟუაშვილი ბერლინს ესტუმრება, ხოლო 8-დან 11 სექტემბრამდე – ვაშინგტონს. მისი მოგზაურობა 13-14 სექტემბერს ლიტვაში ვიზიტით დასრულდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button