სააკაშვილი განათლების მინისტრს აქებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 ივლისს განაცხადა, რომ მას სურს შეაქოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია, ”განსაკუთრებით სამინისტროს მიმართ ბოლო დროს გამოთქმული პრეტენზიების ფონზე”.
”მე შემიძლია მხოლოდ შევაქო განათლების სამინისტრო… თქვენ იცით, რომ ზოგი პოლიციის კრიტიკაში სპეციალიზირდება, ზოგი განათლების სამინისტროს კრიტიკაში; ჩვენ კი საქმის კეთებაში ვსპეციალიზირდებით,” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განათლების მინისტრი გასულ წელს სამინისტროს მიერ 40 მილიონი ლარის გაფლანგვის გამო გააკრიტიკეს.
29 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას, ლომაიამ უარყო ეს ბრალდებები და მათ ”აბსურდული” უწოდა. მან ირონიული ტონით აქეთ შეუტია ოპონენტებს, რამაც ბევრი დეპუტატის გულისწყრომა გამოიწვია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)