skip to content
ახალი ამბები

ივანოვი ტერიტორიული მთლიანობის ”ურყევი” პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს

რუსეთის ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი მოუწოდებს კოსოვოს პრობლემის გადაწყვეტისას იხელმძღვანელონ არა დღევანდელი პოლიტიკური კონიუქტურით, არამედ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპით, რათა არ მოხდეს უარყოფითი ჯაჭვური რეაქციის პროვოცირება, იტყობინება 9 თებერვალს ”ინტერფაქსი”.


”თუ ჩვენ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ კოსოვო მიიღებს დამოუკიდებლობას, მაშინ სხვა არაღიარებული ტერიტორიების მოსახლეობა გვეტყვის: ”და ჩვენ რითი ვართ ნაკლები?”, – აღნიშნა ივანოვმა ესპანეთში თავის გერმანელ კოლეგასთან  ფრანს იოზეფ იუნგთან საუბრისას.


მისი თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეს, არამედ ”ჯაჭვური რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს მთელ ევროპაში, გახსნას პანდორას ყუთი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button