ახალი ამბები

სერგეი მირონოვი საქართველოს “შპიონომანიაზე“ საუბრობს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით რუსი სამხედრო ოფიცრების დაპატიმრება თბილისის “შპიონომანიის“ ნიშანია, რომელიც შესაძლოა თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ფართომასშტაბიან კონფრონტაციაში გადაიზარდოს, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები. 


“ჩვენ ვიცით ისტორიიდან, რომ თუ სადმე “შპიონომანია“ იფეთქებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ომისთვის მზადება მიდის… ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების ძალისმიერი გზით მოგვარებას გეგმავს“, – იტყობინება “რია ნოვოსტი“ მირონოვზე დაყრდნობით.


“განცხადებები შპიონაჟის შესახებ მხოლოდ ბოდვაა, ან ეს შესაძლოა იყოს “პრევენციული დარტყმა“ რუსეთის წინააღმდეგ. საქართველო მხოლოდ პროვოცირებას გვიკეთებს“, – განაცხადა მირონოვმა.


მისი თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობამ “ძალიან საშიში თამაში“ წამოიწყო.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button