ახალი ამბები

რუსეთის შეიარაღებული დაჯგუფების შტაბი კვლავ პოლიციის ალყაშია

ამიერკავკასიაში რუსეთის შეიარაღებული დაჯგუფების შტაბი კვლავ უიარაღო პოლიციის ალყაში რჩება, მას შემდეგ რაც 27 სექტემბერს შპიონაჟის ბრალდებით რუსი ოფიცრები და საქართველოს მოქალაქეები დააპატიმრეს.      


თბილისი აცხადებს, რომ ერთი რუსი ოფიცერი, რომელსაც შპიონაჟში ედება ბრალი, შტაბში იმყოფება და რუსეთისგან მის გადმოცემას ითხოვს.


თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ პოლიციის კორდონი მანამდე დარჩება შტაბის გარშემო, სანამ ამ ოფიცრის გადმოცემა არ მოხდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button