skip to content
ახალი ამბები

‘მეგობართა ჯგუფმა’ ნიუ–იორკში აფხაზეთის საკითხი განიხილა

გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმა 22 სექტემბერს ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 61–ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის კონფლიქტის საკითხი განიხილეს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები და ამ საკითხის, მათ შორის კოდორის ხეობაში შექმნილი სიტუაციის, ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის გაეროს უშიშროების საბჭოზე გატანის თემა განიხილეს.


ნიუ–იორკის შეხვედრაზე რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე იაკოვენკო წარმოადგენდა. რუსეთის გარდა მეგობარი ქვეყნების ჯგუფში შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button