skip to content
ახალი ამბები

‘მეგობართა ჯგუფმა’ აფხაზეთის საკითხი განიხილა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დღეს გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში შექმნილი “რთული ვითარება“ და ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მიერ განსახილველი რეზოლუციის პროექტი.


“მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებს გადაეცათ რუსეთის წინადადებები ამ პროექტთან დაკავშირებით, სადაც აქცენტი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე, რეგიონში ვითარების ნორმალიზაციასა და მოლაპარაკებების პროცესის განახლებაზე კეთდება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.       


გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფში ერთიანდებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button