skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში სოხუმში არნოს შეხვდა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში გაეროს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჟან არნოს შეხვდა და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილა, იტყობინება 18 სექტემბერს “აფსნიპრესი“.


სერგეი ბაღაფშმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში განხორციელებულმა სპეცოპერაციამ მოლაპარაკებათა პროცესი 10 წლით უკან დახია. მან კვლავაც ხაზი გაუსვა სოხუმის პოზიციას, რომ მოლაპარაკებები ყველა დონეზე შეწყდება, თუ უახლოეს ხანებში თბილისი კოდორის ხეობიდან ძალებს არ გაიყვანს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button