skip to content
ახალი ამბები

სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ამომრჩეველთა სიებში დარღვევები აღმოაჩინა

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს მონიტორინგს უწევს, თბილისში, 13 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში 100 ათასი ამომრჩევლის მონაცემის გადამოწმების შედეგად სიებში მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინა და რეაგირებისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) გადასცა.


1140 ამომრჩეველი სიებში გამოტოვებულია, 628  – გარდაცვლილია, 500 მონაცემში სხვადასხვა შეცდომაა, 4000-მდე მონაცემი კი დაუზუსტებელია, განაცხადა “ახალი თაობა–ახალი ინიციატივას“ ხელმძღვანელმა კოკი იონათამიშვილმა 15 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მან იმედი გამოთქვა, რომ სიებში აღმოჩენილ უზუსტობებს ცესკო არჩევნებმდე გაასწორებს.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button