ახალი ამბები

პუტინის თანაშემწე: რუსეთს საქართველოში გადატრიალების მოწყობის გეგმები არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი პრიხოდკომ განაცხადა, რომ მოსკოვს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გეგმები არ გააჩნია, იტყობინება “რია ნოვოსტი” 12 სექტემბერს.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთს სოციალური უკმაყოფილების გამოწვევის გზით საქართველოში ახლანდელი ხელისუფლების შეცვლა სურს.  


“მე, რა თქმა უნდა, არ ვიცი რუსეთის გეგმები საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდების თაობაზე“, – განაცხადა პრიხოდკომ.


“ერთადერთი რამ, რაც რუსეთს აღელვებს საქართველოსთან მიმართებაში, არის შეუსაბამობა მათი [საქართველოს ხელისუფლების] სიტყვასა და საქმეს შორის“, – განაცხადა პრიხოდკომ.


“ჩვენ უნდა ვიგრძნოთ საქართველოს არა სიტყვიერი, არამედ რეალური დაინტერესება კეთილმეზობლურ ურთიერთობებში…  ნაცვლად მთავარი პრობლემების მოგვარებისა, პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი სახელმწიფოს პროპაგანდისტული მანქანის მთელი სიძლიერე მიმართულია გარეშე მტრის გამოვლენაზე, ბევრი ორმხრივი გადაწყვეტილებების შესრულებაში სიძნელეების შექმნაზე, კერძოდ სამშვიდობოებთან მიმართებაში, ეს უცნაურად და არასაჭიროდ გვეჩვენება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button