skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მისია ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება

საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლის იგორ გაონის განცხადებით, 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ევროპის საბჭოს დაახლოებით 20–კაციანი სადამკვირვებლო მისია გაუწევს მონიტორინგს.


თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იგორ გაონმა განაცხადა, რომ მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია სავარაუდოდ, 8  ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული და არჩევნების მიმდინარეობას დიდ ქალაქებში დააკვირდება.


“მე მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ ადგილობრივ არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან“, – განაცხადა იგორ გაონმა.


დელეგაცია თბილისს 2 ოქტომბერს ეწვევა და არჩევნებამდე შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების, ოპოზიციის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


არჩევნების დასრულების შემდეგ კი ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისია არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხს შეაფასებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button