skip to content
ახალი ამბები

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი თანაგუნდელებს არჩევნების ბოიკოტირების გამო აკრიტიკებს

ახალი მემარჯვენეების წევრმა, დეპუტატმა კოკა გუნცაძემ პარტიის ხელმძღვანელობა 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბოიკოტის გამოცხადების გამო გააკრიტიკა.


ახლების ლიდერმა, დავით გამყრელიძემ 11 სექტემბერს განაცხადა, რომ პარტია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რადგან ვერ შეძლო დაერწმუნებინა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი თბილისის მერად ეყარა კენჭი.


“არჩევნების ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა. სამწუხაროდ მე ვერ შევძელი ამაში დამერწმუნებინა ჩემი მეგობრები“, – განუცხადა კოკა გუნცაძემ ტელეკომპანია “იმედს“ 11 სექტემბერს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button