ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის უწყების საგუშაგო დაცხრილეს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს საგუშაგო, რომელიც კოდორის ხეობაში ადანგას უღელტეხილზე მდებარეობს, 1 სექტემბრის ღამეს დაცხრილეს, იუწყება „აფსნიპრესი“.


აფხაზმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  აფხაზურ მხარეს დაშავებულები არ არიან.


„ასეთი ტიპის პროვოკაციები ვითარების ესკალაციას იწვევს და ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების აგრესიულ პოლიტიკას. ქართველი სამხედროების ქმედება ხელს უშლის ისედაც მყიფ მშვიდობას, კოდორის ხეობა კი შეიძლება გახდეს საომარი მოქმედებების კერა“, – აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button