skip to content
ახალი ამბები

რუსეთი შსკ-ს სხდომისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი

შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც 17-18 აგვისტოს მოსკოვში იმართება, რუსული მხარე იმედს გამოთქვმს, რომ შეხვედრა „ახალ იმპულს მისცემს“ მოლაპარაკაბებების პროცესს.


„რუსული მხარე მოელის, რომ მოსკოვის შსკ-ს სხდომა განამტკიცებს იმ პოზიტივს, რომელიც მიღწეულ იქნა კომისიის შეხვედრებზე ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 14 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.


სამინისტროს ინფორმაციით, შსკ-ს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის არის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროგრამის შემუშავებისთვის ერთობლივი ჯგუფის მუშაობის დაწყება; კონფლიქტის მხარეთა  სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი მუშაობა;  კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია და დემილიტარიზაციის დაწყება; ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესის დაწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button