ახალი ამბები

ბეჟუაშვილი ზემო ლარსის გახსნის გაჭიანურებას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა რუსეთის მიერ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახნის გაჭიანურების გამო პროტესტი გამოთქვა.


„ის დარღვევით დაიკეტა და დღესაც რუსეთი არღვევს თავის პირობებს, რომ ქართულ მხარეს ტრანსფარენტულად, ღიად დაუფიქსიროს, თუ როდის გაიხსნება გზა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გელა ბეჟუაშვილმა 14 აგვისტოს.


რუსეთმა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 8 ივლისს სარემონტო სამუშაოების მოტივით დაკეტა. თუმცა, ქართულმა მხარემ დაგმო ეს გადაწყვეტილება და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button