skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ნაღმის აფეთქების შედეგად რუსი სამშვიდობო დაიჭრა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ კეხვთან 13 აგვისტოს რუსი სამშვიდობო ნაღმის აფეთების შედეგად დაიჭრა, იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები „რია ნოვოსტი“ და „ინტერფაქსი“ რუსული სამშვიდობო ძალების სარდლის თანაშემწის ვლადიმერ ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


ივანოვის განცხადებით, ნაღმი იმ დროს აფეთქდა, როდესაც სამშვიდობოები ტერიტორიაზე საინჟინრო დაზვერვის სამუშაოებს ატარებდნენ.


დაჭრილი ამ დროისათვის ცხინვალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 


მომხდარ ფაქტთან დაკავშირების დღეს განცხადება გაავრცელა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ინციდენტი „ცხადყოფს კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების სიმძიმესა და გადამჭრელი ზომების მიღების აუცილებლობას“. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button