skip to content
ახალი ამბები

სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეწვევა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია (სსფ) 10-19 აგვისტოს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის მიზანია ბოლო პერიოდში განვითარებული ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა და სსფ-ის მხარდაჭერით მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მსვლელობის შეფასება.


ვიზიტის დროს სავალუტო ფონდის მისია, სავარაუდოდ, ინფლაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. ივლისის დასაწყისში საქართველოს ეროვნული ბანკი იტყობინებოდა, რომ ინფლაციის დონემ 10%-ს მიაღწია. მთავრობის მთავარი ამოცანა იყო, რომ ინფლაციის დონე ერთნიშნა ციფრზე შენარჩუნებულიყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button