skip to content
ახალი ამბები

შსკ-ს სხდომა მოსკოვში გაიმართება

17-18 აგვისტოს მოსკოვში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა გაიმართება, იუწყება “რია ნოვოსტი“ შსკ-ს რუსული მხარის  თანათავმჯდომარის იური პოპოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


პოპოვის განცხადებით, რომელმაც შსკ–ს სხდომის მომზადების მიზნით კონსულტაციები გამართა თბილისსა და ცხინვალში,  განიხილება ორი საკითხი – კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაცია და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მუშაობის დაწყება. ამ ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი სამოქმედო გეგმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button