skip to content
ახალი ამბები

ჩუბინიშვილი: საქართველო ნატოში გაწევრიანების შესახებ რუსეთთან კონსულტაციებს გამართავს

საქართველოს ელჩმა რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილმა განაცხადა, რომ რუსულ–ქართული კონსულტაციები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შესაძლოა სექტემბერში დაიწყოს, იუწყება 4 აგვისტოს “რია ნოვოსტი”.


“ვფიქრობ, ამ მიმართულებით პრობლემები არ დაგვხვდება“, – განაცხადა ჩუბინიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ რუსეთს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ნატოში მიისწრაფიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები აქვს.


ჩუბინიშვილის განცხადებით, ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის “პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია“.  მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არ განთავსდება ამერიკული სამხედრო ბაზები.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button