skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთში ორი რუსი სამშვიდობო თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გაგრა-გუდაუთის გზაზე 2 აგვისტოს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი რუსი სამშვიდობო დაიღუპა, იუწყება “რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს”სამსახურის უფროსის ვიაჩესლავ სედოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


სედოვის განცხადებით, თავდასხმა სამშვიდობოების ავტობუსსა და გამცილებელ მანქანაზე მაშინ მოხდა, როდესაც მათ სამშვიდობოების სახელფასო თანხა გადაჰქონდათ. ორმხრივი სროლის შედეგად ორი სამშვიდობო დაიჭრა, თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.


სედოვის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი და მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ განაცხადა, რომ სამშვიდობოებს 17 მლნ რუბლი (დაახლოებით 635 ათასი დოლარი) გადაჰქონდათ, რის შესახებაც “ინფორმაცია თავდამსხმელებს წინასწარ გააჩნდათ”.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button