skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტური ქვეყანაა

პოლონეთის პრეზიდენტთან ლეხ კაჩინსკისთან 2 აგვისტოს ვარშავაში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის და მისი მებრძოლების წინააღმდეგ განხორციელებულმა წარმატებულმა ანტიკრიმინალურმა ოპერაციამ  დაამტკიცა, რომ საქართველო “ძალიან ეფექტური ქვეყანა“ გახდა.


“ჩვენ მოგვიწყეს ნამდვილი, ძალიან საშიში პროვოკაცია. იყო მცდელობა ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების და საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული სახელისუფლებო ცენტრის ჩამოყალიბების ამ ძალიან ძნელად მისადგომ რეგიონში, რომელიც არის აფხაზეთის შუაგულში. მათ ვინც ეს პროვოკაცია ჩაიფიქრეს, მიიღეს ზუსტად საწინააღმდეგო შედეგი იმისა, რისი მიღებაც სურდათ.  საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ძალიან ეფექტური ქვეყანა. ჩვენ 24 საათში დავასრულეთ ძირითადი ოპერაცია და მინიმალურ მსხვერპლად განვაიარაღეთ და გავანეიტრალეთ ეს შეიარაღებული კერა“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ჩვენ გვქონდა სრული მხარდაჭერა [კოდორის ხეობაში განხორციელებული ოპერაციის დროს]. ხალხს ვგულისხმობ, პოლიტიკოსებს სულ სხვა აზრი აქვთ. ზოგიერთი პირდაპირ მუშაობს არაქართულ ინტერესებზე“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button