ახალი ამბები
ნოღაიდელი ხაინდრავას გადაყენებაზე კომენტარს აკეთებს
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 21 ივლისს მიანიშნა, რომ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას გადაყენება მიზნად ისახავდა მთავრობაში ბზარების გაჩენის თავიდან აცილებას.
“საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა მისი ერთიანობა და ერთ გუნდად მუშაობის შესაძლებლობაა“, – უპასუხა ნოღაიდელმა “რუსთავი 2“-ს კითხვაზე, თუ რა იყო ხაინდრავას გათავისუფლების მიზეზი.
ცოტა ხნის წინ ხაინდრავამ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ერთმანეთის მისამართით საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)