skip to content
ახალი ამბები

მამსუროვი: სამხრეთ ოსეთი ფაქტიურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა

ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა თეიმურაზ მამსუროვმა 21 ივლისს განაცხადა, რომ მისი რესპუბლიკა თანამშრომლობს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთან, “ფაქტიურად, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან“, იტყობინება “ინტერფაქსი“.


ანალოგიური განცხადება მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა აფხაზეთთან მიმართებაში გააკეთა.


ლუჟკოვმა 20 ივლისს სოხუმში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი “ითანამშრომლებს აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ყოველგვარი ეჭვისა და შიშის გარეშე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button