skip to content
ახალი ამბები

ხაინდრავა სააკაშვილი-პუტინის შეხვედრისას კონფლიქტების მოგვარებაში წინსვლას არ გამორიცხავს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას შეიძლება “რუსეთის ხელშეწყობით მოხდეს [საქართველოში არსებული] კონფლიქტების მოგვარება“


“13 ივნისისგან ყველა ჩვენთაგანი ელოდება, რომ იქნება პრინციპული გადაწყვეტილებები მიღებული. ამისთვის წინაპირობა შექმნილია… ჩვენ ველოდებით რუსეთისგან მისი უაღრესად დიდი პოტენციალის გამოყენებას და პირველ რიგში, მშვიდობიანად მოგვარებას იმ კონფლიქტების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს“, – განუცხადა გიორგი ხაინდრავამ ჟურნალისტებს 6 ივნისს.


მისი თქმით, ყველა შანსი არსებობს იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკური ნების გამოვლინებამ კონფლიქტების მოგვარებაში “უპრეცედენტო“ გარდატეხა შეიტანოს.


“შესაძლოა საკმაოდ სწრაფად მივიღოთ ის შედეგები, რომელიც ერთნაირად დააკმაყოფილებს როგორც ოს, ისე ქართველ ხალხს, რუსეთის პოზიციაც იქნება დაცული“, – განაცხადა ხაინდრავამ.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 6 ივნისს კიდევ ერთხელ მოუწოდა დეპუტატებს თავი შეიკავონ რადიკალური და მწვავე განცხადებების გაკეთებისგან რუსეთთან მიმართებაში და მეტი “დიპლომატია” გამოიჩინონ პუტინი-სააკაშვილის შეხვედრის წინ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button