ახალი ამბები

რუსეთმა ნატოს პარლამენტარები გუდაუთის ბაზაზე არ შეუშვა

რუსულმა მხარემ 6 მაისს უარი განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის გუდაუთის სამხედრო ბაზაზე შეშვებაზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პიერ ლელუშმა სინანული გამოთქვა იმის თაობაზე, რომ რუსეთმა შეცვალა პოზიცია და არ მისცა დელეგაციას უფლება გუდაუთის ბაზა მოენახულებინათ.


რუსეთი აცხადებს, რომ მან გუდაუთის ბაზა 2001 წელს დახურა, როგორც ამას ეუთოს სტამბულის ხელშეკრულება ითვალისწინებს, თუმცა ქართული მხარე ამ ვერსიას ეჭვის ქვეშ აყენებს და ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას მოითხოვს.


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს და სხვა ოფიციალურ პირებს, ასევე კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების სარდლობას შეხვდა.


 

Back to top button