ახალი ამბები

პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამდღიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც  მონაწილეობას მიიღებს ფორუმში “ტრანსატლანტიკური გამოწვევები გლობალურ ეპოქაში”.


მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ამ ფორუმში სახელმწიფოს მეთაურები, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, ამერიკელი სენატორები და პარლამენტარები იღებენ მონაწილეობას. 


გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდება ბელგიის პრემიერ–მინისტრს გი ვერჰოფსტადს, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს, აშშ–ს მუდმივ წარმომადგენელს ნატოში ვიქტორია ნულანდს და სხვა ოფიციალურ პირებს.

Back to top button