
ახალი ამბები
პოლიციამ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა
ქართველმა სამართალდამცავებმა სოფელ რუხის მახლობლად, აფხაზეთთან საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე, რუსეთის ორი მოქალაქე – ცოლ-ქმარი ალექსანდრე და მარინა გონჩაროვები დააკავეს, იტყობინება ქართული მედია 24 აპრილს.
რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც, გავრცელებული ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მოტივით დააკავეს.