ახალი ამბები

რუსეთთან სამხედრო საკითხებზე ორი შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება

31 მარტს სოჭში რუსულ და ქართულ მხარეებს შორის ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული, ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების, რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადებსა და წესებს განსაზღვრავს. ბაზების  გაყვანის საბოლოო ვადაა 2008 წელი.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხვალვე გათვალისწინებულია ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით, რუსეთის სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზებას ითვალისწინებს.

Back to top button