skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი: ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარზე ნორმალური მდგომარეობა უნდა აღდგეს

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ “უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარზე ნორმალური მდგომარეობის აღდგენა“.


რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს 25 მარტის წერილის საფუძველზე, რომელიც რუსეთის საბაჟო სამსახურს გაეგზავნა, 27 მარტიდან რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან და მოლდავადან შესულ ღვინოსა და ღვინომასალაზე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნების გაცემა შეჩერდა.


ზურაბ ნოღაიდელის თქმით, უნდა დაჩქარდეს სამუშაოები ღვინის სხვა ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის მიზნით. 


საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, უკვე არსებობს “სამოქმედო გეგმა აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის და მიმდინარეობს მუშაობა რუსულ მხარეთან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button