ახალი ამბები

საქართველო გმობს ტაივანის გეგმებს გაერთიანებული საბჭოს ფუნქციონირების შეწყვეტის თაობაზე

2 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს ტაივანის ადმინისტრაციის მიერ “ნაციონალური გაერთიანებული საბჭოს“ ფუნქციონირების შეწყვეტის გამო, რომელიც 1990 წელს კუნძულის ჩინეთში საბოლოო გაერთიანების კონტროლის მიზნით შეიქმნა.


“ეს ნაბიჯი ხელს არ უწყობს ტაივანის სრუტის ორ სანაპიროს შორის კონსტრუქციული დიალოგის განვითარებას. საქართველოსათვის, ისევე როგორც ჩინეთისათვის, აქტუალურია სეპარატიზმის პრობლემა და ორი ქვეყანა ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობს მისი გადაჭრის საქმეში. საქართველო განიხილავს ტაივანს, როგორც ჩინეთის განუყოფელ ნაწილს და ყოველთვის მხარს დაუჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივებს და ნაბიჯებს ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების მიზნით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.


22 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button