skip to content
ახალი ამბები

ევროკომისია საქართველოსთვის 2 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისიიამ 13 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის 2 მილიონი ევროს გამოყოფის თაობაზე. ეს თანხა ძირითადად აფხაზეთის კონფლიქტის მსხვერპლთათვის არის გათვალისწინებული, ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


“ასიათასობით ადამიანი კვლავ იძულებით გადაადგილებულია და მძიმე პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.


ევროკომისიის ცნობით, დახმარება ძირითადად დასავლეთ საქართველოს, მათ შორის თვითგამოცხადებულ აფხაზეთს, მოხმარდება. გათვალისწინებულია 35,000 უღარიბესი ადამიანის მომარაგება საკვებით და იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც საკვების და შემოსავლების მიღებაზეა გათვლილი.


1993 წლიდან საქართველოსთვის გაწეული ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარება 98 მილიონ ევროს აღემატება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button