ნოღაიდელი რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს პოზიციას აფიქსირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მოსკოვში 25 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთისთვის დამატებითი მოთხოვნები აქვს, თუ მოსკოვს სურს მიიღოს თბილისის თანხმობა რუსეთის წევრობაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო).
საქართველო მოითხოვს თავისი მებაჟეების განლაგებას როკის გვირაბსა და ადლერი-ლესელიძის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. თბილისს ამ მიზნების მისაღწევად მოსკოვის დახმარება რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ სურს.
“ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ ტვირთები საქართველოში ლეგალური საბაჟო პუნქტების გავლით შემოდიოდნენ. ეს პირდაპირ კავშირშია კონფლიქტების დარეგულირებასთან“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ შეძლებს მსო-ში გაწევრიანებას, თუ მოსკოვი თბილისის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)