ახალი ამბები

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისათვის გაიზრდება

დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონის პროექტი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ, რომლითაც 2006 წლისათვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 29 703–ის ნაცვლად 31 868 კაცით განისაზღვრება. 

კანონპროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს შეიაღარებული ძალების რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 26 ათას მოსამსახურეს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაქვემდებარებული სასაზღვრო ჯარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 868 მესაზღვრეს.


“ჩვენ ვაწესებთ მაქსიმალურ ზღვარს, რათა შეიარაღებული ძალების გაზრდის სურვილის შემთხვევაში, ლავირების საშუალება გვქონდეს“, – განაცხადა თავდაცვისა და  უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკა რურუამ 8 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე.


კანონით, 2005 წლისათვის თავდაცვის სამინისტროს რიცხოვნობის მაქსიმალურ ზღვარი 23 ათასით არის განსაზღვრული, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 21 468 შეადგენს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button