skip to content
ახალი ამბები

აჭარის ყოფილი ლიდერი ევროპის სასამართლოს მიმართავს

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის სარჩელი, თუმცა გადაწყვეტილება სარჩელის განხილვის მიზანშეწონილობის თაობაზე  ჯერ-ჯერობით არ მიუღია.


ასლან აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას უკანონოდ ჩამოართვა ქონება, მას შემდეგ, რაც იგი გასული წლის მაისში მშვიდობიანი რევოლუციის გზით აჭარიდან გააძევეს.


გასულ წელს საქართველოს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი ასლან აბაშიძის და მისი 30-მდე ნათესავის ქონების კონფისკაციის თაობაზე. მათი საერთო ქონება, უძრავი ქონების, ძვირადღირებული მანქანების და საბანკო ანგარიშების ჩათვლით, 100 მილიონ ლარად იქნა შეფასებული.


აბაშიძის წინააღმდეგ საქმე საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტის მიერ გასული წლის თებერვალში მიღებული ანტიკორუფციული კანონის საფუძველზე აღძრა. კანონი ითვალისწინებს იმ ოფიციალური და ყოფილი ოფიციალური პირების ქონების კონფისკაციას, რომლებიც ვერ დაადასტურებენ თავიანთი ქონების წარმოშობის კანონიერებას.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button