ახალი ამბები

რამიშვილს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “202“–ის თანადამფუძნებელს შალვა რამიშვილს, რომელსაც ფულის გამოძალვასა და შანტაჟში ედება ბრალი, სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.


რამიშვილი 27 აგვისტოს მას შემდეგ აიყვანეს, რაც მან “ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისაგან კობა ბექაურისაგან 30 ათასი აშშ დოლარი აიღო.
 
შალვა რამიშვილი უარყოფს მისი მხრიდან ბექაურის დაშანტაჟების ფაქტს. 
 
“პირიქით ბოლო სამი თვის მანძილზე დაზარალებული ბექაური სისტემატიურად მაწუხებდა მე და ბევრ ჩემ მეგობარსა და კოლეგას შანტაჟით, მუქარით იმის თაობაზე, რომ ეს [ბექაურის საქმიანობის მაკომპრომეტირებელი] ფილმი არ უნდა გასულიყო“, განაცხადა თავის პირველ ჩვენებაში შალვა რამიშვილმა, რომელმაც დუმილის უფლება სასამართლოზე დაარღვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button