ახალი ამბები
იუშჩენკო საქართველოს რეგიონებს სტუმრობს
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც არაოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება, 13 აგვისტოს სვანეთის რეგიონში გაემგზავრა.
უშგულში გამგზავრებამდე უკრაინის პრეზიდენტი და მისი ქართველი კოლეგა მიხეილ სააკაშვილი ბაკურიანში ახალგაზრდულ ბანაკს ეწვივნენ, სადაც უკრაინელი სტუდენტები ქართველ თანატოლებთან ერთად ისვენებენ.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 14 აგვისტოს სრულდება, დაგეგმილია ასევე იუშჩენკოს ვიზიტი კახეთის რეგიონში.
ვიზიტის ერთადერთი ოფიციალური ნაწილი ითვალისწინებდა დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის შესახებ ერთობლივი უკრაინულ–ქართული დეკლარაციის ხელმოწერას. ხელმოწერის ცერემონია 12 აგვისტოს ლიკანის სამთავრობო რეზიდენციაში შედგა.
This post is also available in: English (ინგლისური)