skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრმა სამი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ მაისურაძე,  ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი ივანე ბერიძე და სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი ლევან ბაქრაძე.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშული პირების გათავისუფლების მოტივი  სამუშაოსადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გახდა.


თანამდებობიდან გათავისუფლების კანდიდატთა სიაში ასევე შედის თავდაცვის აკადემიის რექტორი გიორგი თავდგირიძე.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button