ახალი ამბები

ლიტვის დელეგაცია თბილისში საზღვრის მონიტორინგის საკითხებს განიხილავს

4–7  მაისს საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო უწყების წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვია, რომელიც საქართველო–რუსეთის საზღვარზე შეწყვეტილი მონიტორინგის ლიტველი დამკვირვებლებით შესაძლო ჩანაცვლების საკითხებს განიხილავს თბილისში.


დელეგაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კახა სიხარულიძეს და მოგვიანებით შეხვედრას გამართავენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ბადრი ბიწაძესთან.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის წევრები საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთსაც მოინახულებენ. ისინი ასევე შეხვდებიან ევროკავშირისა და ეუთოს მისიის წარმომადგენლებს. 


ლიტვის მხარე ერთ–ერთი იყო იმ სახელმწიფოთა შორის, რომელმაც გასული წლის დეკემბერში რუსეთის ვეტოს გამო შეწვეტილი ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის ჩანაცვლებაზე მზადყოფნა გამოხატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button