ახალი ამბები

ბაღაფში გალში კრიმინოგენული სიტუაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს

საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები გალის რაიონში კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესების გამო გააკრიტიკა.


სერგეი ბაღაფშმა 27 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ზოგიერთი სამართალდამცავი გალის რაიონში “კრიმინალურ ეკონომიკურ საქმიანობაშია“ ჩართული. მისი თქმით, ამ უკანონო ეკონომიკური საქმიანობის გამო, “ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“.


აფხაზეთის ლიდერმა ერთი თვის ვადა მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს “სიტუაციის რადიკალურად გამოსასწორებლად“, იტყობინება “აფსნიპრესი“.


ბაღაფშის თქმით, ხელისუფლებამ საზღვარზე კონტროლი უნდა გააძლიეროს, რათა თავიდან აიცილოს “საქონლის უკანონო ტრანსპორტირება“.


აფხაზეთის ლიდერმა დაავალა აფხაზეთის საბაჟო სამსახურს დამატებითი საგუშაგოები გახსნას დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, “მათ შორის ენგურის ხიდზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button