ახალი ამბები

ბაღაფშმა და ტალიავინიმ ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში დღეს საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჰეიდი ტალიავინის შეხვდა. პირისპირ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“.


შეხვედრაზე სერგეი ბაღაფშმა და ჰეიდი ტალიავინიმ 7-8 აპრილს ჟენევაში დაგეგმილი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს. შეხვედრაში ქართულ და აფხაზურ მხარეებთან ერთად გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის [საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ს] წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.


“რეგნუმის“ ცნობით, ტალიავინი და ბაღაფში შეთანხმდნენ, რომ ჟენევის შეხვედრა მოლაპარაკებების განახლების პროცესის ჭრილში უნდა იქნას განხილული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button